logo
ENG



ბუჩას მერი: ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს

15 აპრ 202209:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/fmzarwaq5wtk349.jpg

ბუჩას მერი ამბობს, რომ ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს. ამის შესახებ მან ტელემარათონის დროს ისაუბრა.

"ანუ ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა", - თქვა ანატოლი ფედორუკმა.

რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს პოულობენ. გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან გაკოჭილ მოქალაქეებს ქუჩაში კლავდნენ. ქალაქის მერია აცხადებს, რომ ცხედრები ამოჰყავთ ინდივიდუალური და მასობრივი სამარხებიდან

უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები მიზანმიმართულად კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ბუჩაში უკვე ნაპოვნია სამი მასობრივი სამარხი.


close დახურვა