logo
ENG



გააქტიურებული დესტრუქციული ძალების სამიზნე, მაღალრეიტინგიანი ხელისუფლებაა-ღარიბაშვილი

12 ივნ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნით მოქმედებენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც განსაკუთრებულად ჯარისა და მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. 

ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული ძალების სამიზნე აგრეთვე ეკლესია და პოლიციაა. 

„გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით ძლიერდება, რომელთა ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მაღალი გავლენის მქონე ინდივიდები, ლიდერები. ბოლო პერიდოში გააქტიურდა, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინსიტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების დისკრედიტირების მცდელობის კამპანია. მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას. რიგ შემთხვევაში, დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. 


close დახურვა