logo
ENG



გაბუნია: 3000 პირი აცრაზე არ გამოცხადდა, ვსწავლობთ, ანტივაქსერთა ჩარევაა თუ სპონტანური ქცევა

04 აგვ 202119:37
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: 3000 პირი აცრაზე არ გამოცხადდა, ვსწავლობთ, ანტივაქსერთა ჩარევაა თუ სპონტანური ქცევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უწყება სწავლობს იმ ადამიანების ქცევას, რომლებმაც აცრაზე ვიზიტი დაჯავშნეს, თუმცა, არ გამოცხადდნენ. 

ასეთი ადამიანების რიცხვი, სულ მცირე, 3 000-ია. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ დაჯავშნილ ვიზიტებზე არგამოცხადება სერიოზული ბარიერია იმათთვის, ვინც დარეგისტრირებას უშედეგოდ ცდილობდა. 

"მე ვფიქრობ, ამ კვირაში დაგვჭირდება კიდე ვნახოთ მონაცემები, როგორ მოხდება მოსვლა დარეგისტრირებულ ვიზიტებზე და რეაგირება დასჭირდება, რადგან სისტემისთვის სერიოზული დანაკარგია ამდენი ადგილის გაუქმება". - თქვა გაბუნიამ, 

მისივე თქმით, დოზები არ გაფუჭებულა.

"უბრალოდ მოქალაქემ ვერ დაჯავშნა ადგილი აცრისთვის. ვიღაცამ დაიკავა იმ ადამიანის ადგილი, ვისაც უნდოდა რეგისტრაცია. პრეპარატი თავიდან ჩაეშვება, უბრალოდ მისი გამოყენება გადავადდა.

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ - არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა თუ რაღაც სხვა მიზეზია. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყება". - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 


close დახურვა