ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეში 35-40 ათასი აცრა უნდა ტარდებოდეს, რათა კრიზისულ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ. 19 აგვისტოს 24 ათასამდე პირი აიცრა და გაბუნიას მიაჩნია, რომ ეს ტემპი დამაკმაყოფილებელი არაა.
"მე პირადად, რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ ამ ტემპით და ეს არის ის სასურველი ტემპი, რაც საშუალებას მოგვცემდა, ეს კრიტიკული პერიოდის გადაგველახა, ნამდვილად არა. დაახლოებით 35-40 000 აცრა მაინც უნდა ტარდებოდეს დღის განმავლობაში, რომ გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან. მეტი აქტივობაა საჭირო ბიზნესგარემოში ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, აკადემიურ გარემოში აქტივობის და, ზოგადად, მოქალაქეების ხელშეწყობის, რათა ვაქცინაცია ჩაიტარონ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია. დღეიდან, კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე რეგისტრაციას მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.