logo
ENG



გაბუნია: თუ სინოვაკის ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით ვიმსჯელებთ

29 აპრ 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: თუ სინოვაკის ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით ვიმსჯელებთ

სინოვაკის 100 ათასი დოზა, რომელიც არის დონაცია ჩნეთის მთავრობის, ჩამოვა დღეს. სინოვაკის თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს სინოვაკის გამოყენება - ასეთი გადაწყვეტილებაა საბჭოს მიერ მიღებული. ჯანმოს მიერ მაისის დასაწყისია სინოვაკის ავტორიზაციის თარიღად დასახელებული. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით იმსჯელებს საბჭო მის გამოყენებაზე. ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი, ასევე უკრაინა. კეთილსაიმედო შედეგებია სინოვაკის და, რაც მთავარია, სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.


close დახურვა