კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ჟანგბადის ძებნა სოციალურ ქსელში არის აბსოლუტურად გაუგებარი პრაქტიკა და აბსოლუტურად მიუღებელია. ჟანგბადი ვისაც სჭირდება, ის პაციენტი იმყოფება კლინიკაში, კოვიდსასტუმროში, სადაც გვაქვს ჟანგბადის კონცენტრატორები. 1500-მდე ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა ჯანდაცვის სამინისტრომ და არის საკმარისი რაოდენობა, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც სჭირდება, ჟანგბადი მიიღოს. ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის ჟანგბადის ძიება, რა თქმა უნდა, ამ პაციენტების მდგომარეობის მართვას არ ნიშნავს და არც გაუმჯობესებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პოსტები ემსახურება უბრალოდ დესტრუქციას და იმას, რომ მოსახლეობაში გამოიწვიოს პანიკა.
გაბუნია: ინფიცირებულისთვის ჟანგბადის ძებნა სოციალურ ქსელში აბსოლუტურად გაუგებარი პრაქტიკაა
25 აგვ 202113:52
3 წუთის საკითხავი