logo
ENG



გაბუნია: პრევენციული ღონისძიებებით შევძლებთ, თუნდაც დღეში 4000-იანი ინფიცირება შევინარჩუნოთ

23 ნოე 202017:33
3 წუთის საკითხავი
clock 1634
2020/11/23/r5x41m97g0apozc.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლებელი იქნება, კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს და "თუნდაც 4000-იან ნიშნულზე შეჩერდეს". 

გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ სულ მცირე 2-3 კვირა მაინც იქნება საჭირო, ვიდრე "სტაბილიზაციის შემდეგ რაღაც კლევას მივიღებთ". 

მისივე თქმით, კრიტიკულად აუცილებელია პირბადის გამოყენება. 

"ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, ეს არის პიკი თუ შემდეგი მატება კიდევ წინ გვაქვს თუ არა. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რაც უნდა დავიცვათ. მათ შორის პირბადის გამოყენება. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია, რომ ჩვენ თუნდაც 4000-იან ნიშნულზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე 2-3 კვირა მაინც იქნება საჭირო, ვიდრე სტაბილიზაციის შემდეგ რაღაც კლებას მივიღებთ. ეს აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ წესებს, მათ შორის, პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი. მთელი ევროპა პირველ ადგილზე აყენებს პირბადის გამოყენება". - თქვა თამარ გაბუნიამ. 

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების შემცირების მოტივით ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებიათ. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სრული ჩაკეტვა, ე.წ ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა, მოსალოდნელია "წერტილოვანი შეზღუდვები". 

დღესვე მთავრობის წარმომადგენლები სარესტორნო ბიზნესის და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, ხელისუფლებას სურს, შაბათ-კვირას კაფე-ბარების და რესტორნების მუშაობა აკრძალოს, დანარჩენ დღეებში კი ამ დაწესებულებებმა მუშაობა 21:00 საათზე შეწყვიტონ. ბურჯანაძემ მთვრობაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა "ამ სფეროს ლოკდაუნს ნიშნავს, რაც ასობით ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს". 

საქართველოში 23 ნოემბრის მდგომარეობით ახალი კორონავირუსის 108 690 შემთხვევა დადასტურდა, მათგან ბოლო 24 საათში - 3958. გარდაიცვალა 1012 ადამიანი. 


close დახურვა