logo
ENG



გაბუნია: ჯერჯერობით, მოქმედი რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება

03 აგვ 202111:56
3 წუთის საკითხავი
clock 828

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არსებული რეგულაციების დაცვაა.

რაც შეეხება დიდი ღონისძიებების გამართვას, მისი თქმით, ამის საწინააღმდეგო მთავარი ბერკეტი სანქციები და მონიტორინგია.

"არც ქორწილი და არც სხვა დიდი ყრილობები, რომელიც ამ შემთხვევაში იმართება, რეგულაციით დაშვებული არ არის. ეს ყველაფერი ხდება რეგულაციის დარღვევის რეჟიმში. ჩვენთვის მთავარი ბერკეტი არის მონიტორინგი და ის სანქციები, რომელიც დაწესებულია. 

ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც მოქმედი და დაწესებულია, დაგეგმილი არ არის. მთავარია აღსრულდეს ის, რაც უკვე მოქმედია", - ამბობს გაბუნია.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ჯამურად ჩატარებულია 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%.

 

close დახურვა