logo
ENG



გაბუნია: ჯერჯერობით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს

26 სექ 202016:43
3 წუთის საკითხავი
 
1qvr05czgzzjstj.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველო კვლავ მწვანე ზონის ქვეყნად ითვლება. 

როგორც გაბუნია განმარტავს, ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება, მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 24 დღიანი ინციდირების მაჩვენებელი 5.5, რაც მუქ მწვანე ზონად ფასდება.

"გლობალურად  ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება.

ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით  - 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი - მაღალი რისკის ქვეყნები.

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით,  14-დღიანი  ინციდენტობის მაჩვენებელი  არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება, როგორც მუქი მწვანე ზონა (10ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“,-თქვა გაბუნიამ.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.

"4-დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა  შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი, 296 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ით გაიზარდა, გარდაიცვალა - 1.

26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 4 960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1 819 გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.


close დახურვა