logo
ENG



გაბუნიას თქმით, ფაიზერის მოლოდინში ხალხი დროს კარგავს, რადგან დოზები ნახევარ მლნ-ს ეყოფა

08 ივლ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სინოფარმის ვაქცინაზე მიმართვიანობა არ არის ისეთი მაღალი, როგორც თავიდან, რადგან მოსახლეობა ფაიზერის დოზებს ელოდება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ხალხმა ფაიზერის მოლოდინში დრო არ უნდა დაკარგოს, რადგან ის ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის იქნება საკმარისი.

მისივე თქმით, სინოფარმის, სინოვაკისა და ასტრაზენეკას ვაქცინები ასევე მაღალეფექტურია

"ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომელიც უკვე გვაქვს მობილიზებული, საკმარისია დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის, არჩევანი გარკვეულწილად ლიმიტირებული იქნება და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ ამ მოლოდინის პროცესში. სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის მაღალი ეფექტურობის ვაქცინები", - ამბობს გაბუნია. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 

NCDC-ის ინფორმაციით, 8 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 283 631 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 111 589 ადამიანი.

საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. 


close დახურვა