logo
ENG



გაბუნიას სასამართლოში დაკითხვის სურვილი სუს-ის მიმართ უნდობლობამ განაპირობა-საძაგლიშვილი

18 ივნ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებენ. ისინი შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.  

გადაწყვეტილების მიზეზი ძალოვანი უწყების მიმართ გაჩენილი უნდობლობაა. "მთავარი არხის" დირექტორი და მისი მოადგილე სუს-ში ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე არიან დაბარებული. უცნობია რა შეკითხვები ექნება უწყებას მათთან. 

"გიორგი გაბუნიას ჩაბარდა უწყება. თუმცა ჩვენ ავირჩიეთ, რომ მისი დაკითხვა სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს, ვინაიდან ეს არის უფრო ეფექტური ვიდრე სუს-ში. გვარამიას შემთხვევაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შევატყობინეთ, რომ არ ვაპირებთ მისვლას და შესაბამისად მისი დაკითხვაც სასამართლოშიც მოხდეს. ეს განპირობებულია ჩვენი უნდობლობით სუს-ის და სხვა უწყებების მიმართ“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა

სუს-ის ხელმძღვანელი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს. 


close დახურვა