logo
ENG



გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გარკვეული დროის წინ მივიღე - რაჭის ყოფილი გუბერნატორი

31 ივლ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ამასთან, ჯაფარიძე არ ადასტურებს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი მაჟორიტარ გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირება და პრემიერის გუშინდელი გაფრთხილება იყო. იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება იყო ჩემი პირადი. გარკვეული დროის წინ გადავწყვიტე. შეიძლება ათას ჭორზე ბევრი კითხვა ისმის, მაგრამ ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება“, - ამბობს ყოფილი გუბერნატორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, ჯაფარიძის წასვლა მასშტაბურ სტიქიას დაემთხვა, რომელმაც რაჭა მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზარალებულების დახმარებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სწორედ გუბერნატორს დააკისრა. 


close დახურვა