logo
ENG



გადადებული სასამართლო

22 თებ 202420:40
3 წუთის საკითხავი
 

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა გადაიდო, ამის შესახებ მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის დედა წერს. " ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია...", - აცხადებს თამთა კალანდაძე. ოჯახმა სხდომის ახალი თარიღის შესახებ არაფერი იცის. ფორმულა დაკავებულის ადვოკატსაც ესაუბრა, მისი თქმით, პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუსახელეს. დაცვის მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანი პროცესების გაჭიანურებაა. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო.


close დახურვა