logo
ENG



გადადებული ცვლილებები

29 მარ 202220:44
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტთან დაპირისპირებაში კი ოცნება საკუთარ გადაწყვეტილებებში აიხლართა. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დაპაუზდა. წყარო ფორმულას უყვება, რომ დეპუტატმა ოხანაშვილმა პარტიული ხელმძღვანელობისთვის მისაღები ფორმულირება ვერ ჩამოაყალიბა. ოცნებამ დაწერა კანონპროექტი, რომელიც მმართველ პარტიას სასამართლოს გზით სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სამოქმედოდ ხელ-ფეხს უხსნიდა, მაგრამ აქ ხიფათი ოცნებისთვისაც ჩნდება - საკითხი გადადის ისეთ სიბრტყეში, სადაც შეიძლება, ნებისმიერ ინსტიტუტს უჩივლოს დაინტერესებულმა მხარემ, ქმედებისა ან უმოქმედობის გამო. ეს კი ოცნებას არ აწყობს.


close დახურვა