როგორ შეძლებს სესხების გასტუმრებას მოსალხეობა გადავადებიდან სამი თვის თავზე, ჯერ უცნობია. ეკონომიკური მდგომარეობა პანდეიმით გამოწვეული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა, საშეღავათო პერიოდის დასასრული კი სულ უფრო ახლოს არის. ივნისიდან გაჩნდება კრედიტებზე პროცენტების გადახდის ვალდებულება.
ოპოზიციის ვარაუდით, იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, იძულებითი აღსრულება დაიწყება. კიდევ სამი თვით ითხოვენ საშეღავათო პერიოდის გაგრძელებას ხელისუფლების ოპონენტები და კრედიტებზე დამოკიდებული მოსახლეობის დიდი ნაწილი.
„ქართულ ოცნებაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს. პარტიაში იზიარებენ ოპოზიციის შეფასებას, რომ მოსახლეობა სამ თვეში შრომის ბაზარზე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ვერ შეძლებს და ვერც სესხს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ სესხების გადავადების გადაწყვეტილება ბანკებმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოაცხადეს. ამ შესაძლებლობით 600 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა, ივლისის დასაწყისში სამთვიანი ვადა გადის. ბანკების ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ შეღავათებით დაახლოებით 150 000 მსესხებელი შეძლებს სარგებლობას. როგორ გადაიხდის მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე მოსახლეობა სესხებს - დეტალურ გეგმას ბანკები რამდენიმე დღეში გაასაჯაროვებენ.