logo
ENG



გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით - ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას გამართავს

30 აგვ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 14:00 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურასთან აქციას გამართავენ. გარდაცვლილი პროგრამისტის დედა მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდებს.

თეონა თამაზაშვილის თქმით, ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

"ჩემი მოთხოვნა იქნება მუხლის გადაკვალიფიცირება. 45 დღეზე მეტი გავიდა და გამოძიების მხრიდან ჯერაც არ არის დადგენილი, რომ მკვლელობაა. მე პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ეს იყო მკვლელობა. ჯგუფური და მაღალჩინოსნების ჩადენილი არ ვიცოდი და ეგეც გაირკვა ნელ-ნელა. გაასაჯაროონ კადრები როდის შედიან, როდის გამოდიან - არის თუ არა საიდუმლო გასასვლელები და უკვე დავაზუსტე, რომ არის. დადონ სატელიტების... თუ ასეთი მართლები არიან", - აცხადებს თამაზაშვილი.

40 დღეზე მეტია ოჯახი საგამოძიებო უწყებისგან დროულ გამოძიებას და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. ოჯახი მოითხოვს რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროონ

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა