logo
ENG



გადარჩენის საზღვარი - შაბათის ფორმულა

24 დეკ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოქალაქეების უმძიმესი რეალობა და ადამიანები, რომლებიც გადარჩენის გზებს ეძებენ. წვიმა, შტორმი, სიცივე - სარფის საბაჟოზე, ყოველ დღიურად საქართველოს მოქალაქეების გრძელი რიგები დგას. ადამიანები თურქეთში რამდენიმე საათით, პროდუქტის და მედიკამენტების საყიდლად, ან დღიური სამუშაოს საძიებლად გადადიან. შემდეგ უკან ბრუნდებიან და მეორე დღეს ისევ, კილომეტრიან რიგში დგებიან. სარფის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, თურქეთის ტერიტორიაზე, პროდუქტების თუ წამლების ფასები იმდენად განსხვავებულია, რომ დამღლელი გზის გასავლელად საკუთარ რიგს სარფში ასობით, ჩვენი თანამოქალაქე - ყოველ დღე ელოდება. ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა - სინამდვილეში ფუჭი სიტყვებია, ფუჭია ეკონომიკის დუღილიც, როგორც ამას ყოველ ორშაბათს პრემიერი მთავრების სხდომიდან მონოტონურად გვიმეორებს. სინამდვილეში გადარჩენისთვის ბრძოლაში, შიმშილთან ჭიდილში იზრდებიან თაობები, რომლებიც საკუთარ მომავალს საქართველოში ვერ გეგმავენ. გადარჩენის საზღვარი - შაბათის ფორმულას რეპორტაჟი სარფიდან.


close დახურვა