ევროკომისიის რჩევების იგნორირების კიდევ ერთი მაგალითი - სამართლიანი არჩევნების სამუშაო ჯგუფში დაბლოკვის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. დღის ბოლოს კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომ, მანამდე იყო ევროკავშირი. დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას. დღეს მესამე სექტორი ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებს შეხვდა.