"გირჩის" ამბიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 სამაჟორიტარო ოლქს, თბილისის ცენტრალურ უბანს, ვაკეს უკავშირდება. ზურა ჯაფარიძე "ფორმულასთან" ექსკლუზიურად ყვება, რომ ოპოზიციასთნ თანამშრომლობის სურვილი აქვს , თუმცა ამის პარალელურად კითხვები აქვს ვინ და რატომ აფერხებს ოპოზიციის ერთიანობას.
ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებდა პარტია "ლელოა". ამ პოზიციის მიუხედავად , დღეს მამუკა ხაზარაძის პარტიაში თქვეს , რომ ოპოზიციასთან თბილისის მაჟორიტარებზე შესაძლოა ითანამშრომლონ და საერთო კანდიდატიც ჰყავდეთ.
ის რომ ოპოზიციაში შეთანხმება ისევ არ არსებობს, ფაქტია. ლეიბორისტული პარტიის ოფისში ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარების საკითხი სადავოა. "ფორმულას" ინფორმაციით "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 ოლქიდან 3 ოლქში საკუთრი კანდიდატის დაყენებას ითხოვს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით თუ ამაზე ოპოზიცია ვერ შეთანხმდება ნაციონალური მოძრაობა პირველ ტურში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს. დღეს საკითხთან დაკავშირებით განმარტებები პარტიაში გააკეთეს.
ვინ რამდენ ოლქს დათმობს ეს ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციას სურს ერთაინი ძალებით 2020 არჩევნებზე გავიდეს ამისთვის აუცილებელი პირობა მოლაპარეკებების მაგიდასთან დაბრუნებაა.