logo
ENG



გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან $1 მილიარდი გადასცა

17 აპრ 202611:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/17/iqo6ozhvl6uodka.png

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი) გადასცა, რაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ  განაცხადა.

უწყების ცნობით, თანხა გადმორიცხულია „დიდი შვიდეულის“ (G7) სპეციალური პროგრამის – ERA ინიციატივის ფარგლებში, რომელიც რუსეთის აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით უკრაინის დაფინანსებას ითვალისწინებს.

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ აღნიშნა, რომ მიღებული თანხა ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

ეს ტრანში უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯამში 2.26 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს. მანამდე კიევმა უკვე მიიღო ორი ტრანში, საერთო ჯამში 1.5 მილიარდი ფუნტის ოდენობით.
პროგრამა ERA წარმოადგენს 50 მილიარდ დოლარიან საკრედიტო მექანიზმს, რომელიც დაფინანსებულია გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან მიღებული მოგებით. 2

022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, G7-ის ქვეყნებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.


close დახურვა