ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია. ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
მათგან 2,3 მილიონი ადამიანი გადავიდა პოლონეთში, 608 ათასზე მეტი - რუმინეთში, 387 ათასი - მოლდოვაში, 365 ათასი - უნგრეთში.
"ახლახან ჩამოვედი უკრაინაში. ლვოვში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გაეროსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განვიხილავ ამ უაზრო ომის შედეგად დაზარებული ადამიანების მხარდაჭერის გაზრდის გზებს", - განაცხადა გრანდიმ.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ომის დაწყების შემდეგ ჯამში 10 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ საკუთარი სახლი დაეტოვებინა.