logo
ENG



გაერო: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

18 მაი 202215:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/8b8k45rshz089s5.png

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 4 062 კი დაიჭრა.

მათივე ცნობით, სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო დაბომბვით, ასევე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებით.

ამასთან, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო დიდია და ზუსტი სტატისტიკის წარმოება ომის პირობებში რთულია.

უკრაინის გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიას უკვე 229 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 424-ზე მეტი კი დაშავდა.


close დახურვა