logo
ENG



გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია

10 მაი 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად, ხმათა უმრავლესობით, ჩეხეთი აირჩია.

გადაწყვეტილებას დღეს გამართული ფარული კენჭისყრის დროს გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან 157-მა დაუჭირა მხარი, 23-მა თავი შეიკავა.

7 მაისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ "შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას იმ წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას".


close დახურვა