logo
ENG



გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინაში ანექსიის მცდელობა უმრავლესობით დაგმო

13 ოქტ 202201:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/oo6uankrrhoat8j.png

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის მცდელობას უკანონოდ და არალეგიტიმურად აფასებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რეზოლუციას "ისტორიული" უწოდა და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. 

"მადლობა 143 სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს #UNGA-ს ისტორიულ რეზოლუციას "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა". მსოფლიომ თქვა - რუსეთის ფედერაციის ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და არასოდეს იქნება აღიარებული თავისუფალი ქვეყნების მიერ. უკრაინა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს."- წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ასამბლეის საგანგებო სესიაზე უკრაინასთან დაკავშირებით, აშშ-ს ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ კენჭისყრა "მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის, არამედ ამ ინსტიტუტის საფუძვლებისთვისაც."

ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ რეზოლუცია მოუწოდებს მშვიდობისკენ და დეესკალაციისკენ და "ნათელს ხდის, რომ ჩვენ უარვყოფთ რუსეთის ანექსიის მცდელობებს, რომ ჩვენ უარვყოფთ ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ამ შეურაცხყოფას."


close დახურვა