logo
ENG



გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მივიდა

01 სექ 202218:49
3 წუთის საკითხავი
 
IAEA

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ჩავიდა.

ამის შესახებ გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ ტვიტერზე დაწერა.

"გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეში (ISAMZ), რომელსაც გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი უძღვება ახლახან მივიდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა გამართოს  ბირთვული უსაფრთხოების აუცილებელი და დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები.“ - წერს IAEA.

დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში გაეროს მისიის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა და შესაბამისი ვიდეო გაავრცელა.

გამოცემა Reuters უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფმა, შესაძლოა, ადგილზე იმაზე ნაკლები დრო გაატაროს ვიდრე დაგეგმილი იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კი განაცხადა, რომ რუსეთი ენერგოდარში სამხედრო ოპერაციების სიმულაციითა და ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვით გაეროს მისიის ვიზიტისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი.


close დახურვა