logo
ENG



გაეროს მონაცემებით, მარიუპოლში 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

17 ივნ 202211:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/17/wxhvcndjt9owg1o.jpg

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაჩელეტის ცნობით, მარიუპოლში მინიმუმ 1348 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 70 ბავშვი დაიღუპა.

"საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ათასობით მეტია. ეს გამოწვეული იყო საჰაერო თავდასხმებით, სატანკო და საარტილერიო დაბომბვით, იარაღით, ქუჩის ბრძოლების დროს.

ქალაქის სამხრეთით საცხოვრებელი კორპუსების 90% დაზიანდა ან განადგურდა," - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

ბაჩელეტმა მარიუპოლს ყველაზე სასიკვდილო ადგილი უწოდა უკრაინაში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის ცოდნა ახლა შეუძლებელია.


close დახურვა