logo
ENG



გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

18 ივლ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/566yp8gml2s8x68.jpg

გაეროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლო ავრცელებს.

"გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინაში 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 16 384, რაც უმეტეს წილად გამოწვეულია რუსული ჯარის სროლის შედეგად.” - განაცხადა დიკარლომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ასევე აერთიანებს 537 მოკლულ და 1 117 დაშავებულ ბავშვს. 

დიკარლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მხოლოდ დაზუსტებული მონაცემები და გარდაცვლილთა და დაშავებულ ადამიანთა რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით მეტია.

გაერო აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინა გახდა ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტია მოკლული და დაშავებული ბავშვების რაოდენობა და ასევე ქვეყანა, სადაც სკოლები და საავადმყოფოები ყველაზე მეტჯერ დაიბომბა.


close დახურვა