ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 49-ე სესიაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სერგეი ლავროვი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო სხდომას ფიზიკურად ვერ დაესწრო და დისტანციურად ჩაერთო.
"სწორედ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკამ, რომელსაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობს, განაპირობა, რომ 2014 წლიდან კიევის რეჟიმი ებრძვის საკუთარ ხალხს. ყველას, ვინც არ ეთანხმება მაიდნის ნეონაცისტურ ღირებულებებს, უკრაინის ხელისუფლების დამნაშავეობრივ პოლიტიკას, ულტრანაციონალისტებმა და ნეონაცისტებმა, რომლებმაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება კიევში, გააჩაღეს ნამდვილი ტერორი. უკრაინის რეჟიმი მთელი ამ წლების განმავლობაში ატარებდა აგრესიული, დერუსიფიკაციისა და იძულებითი ასიმილაციის პოლიტიკას", - თქვა ლავროვმა.