logo
ENG



გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხს საგანგებო შეხვედრაზე განიხილავს

09 ოქტ 201920:17
3 წუთის საკითხავი
 
2275q6y4p3qhcwh.jpg

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხს სპეციალურად მოწვეულ შეხვედრაზე განიხილავს. სხდომა ევროპულმა ქვეყნებმა თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო მოიწვიეს. 

რამდენიმეთვიანი მუქარის შემდეგ თურქეთის არმიამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მესამე შეტევა დღეს ოფიციალურად დაიწყო. მოიერიშეები სირიის ჩრდილოეთ რაიონებს უკვე ორი საათია უტევენ. საპასუხოდ ქურთულ დაჯგუფებებს თურქეთის სასაზღვრო ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიაქვთ. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

სამხედრო ოპერაციის დაწყებით თურქეთი ბოლო რამდენიმე თვეს იმუქრებოდა. ოფიციალური ანკარა ირწმუნება, რომ მიზანი სირიის ჩრდილოეთით ბუფერული ზონის შექმნა და სასაზღვრო რაიონების ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდაა, რომელთაც ის ტერორისტებად მიიჩნევს. თურქეთის ნაბიჯებს ხელი შეუწყო დონალდ ტრამპმაც, რომელმაც საომარი მოქმედებების დაწყებამდე სირიიდან ამერიკელი სპეცრაზმელების 50-კაციანი ჯგუფი გაიყვანა.


close დახურვა