გაეროში კანადის წარმომადგენლობამ შენიშვნები გაუგზავნა რუსეთს წერილზე, რომელიც უკრაინის ჰუმანიტარულ კრიზისს შეეხებოდა.
ნებენზიამ გაეროს წევრ სახელმწიფოებს შეატყობინა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ რუსეთს თავისი რეზოლუცია შეჰქონდა.
კანადის მისიამ Twitter-ზე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას წერილი გამოაქვეყნა. კანადამ წითლად თავისი შენიშვნები დაურთო, რომლითაც საერთოდ ჯამში უკრაინაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას სწორედ რუსეთს აკისრებდა.
"მადლობა გაეროში რუსეთის მისიას 16 მარტის წერილის გამო. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ შესწორებებს", - ნათქვამია ტვიტში.
მაგალითად ნებენზიას წერილის პირველ აბზაცში წერია: "მოგმართავთ გადაუდებელ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან უკრაინაში და მის გარშემო. საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრების მსგავსად, ჩვენც ღრმად ვართ შეშფოთებული მისი გაუარესებით".
კანადის მისია კი წერილის ამ ნაწილს ასე ცვლის: "მოგმართავთ გადაუდებელ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში და მის გარშემო არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან (რაც ჩვენ გამოვიწვიეთ ჩვენი უკანონო აგრესიული ომის შედეგად). წინადადება "საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრების მსგავსად" მისიამ გააუქმა და შეცვალა შემდეგით: "ჩვენ არ ვართ სერიოზულად შეშფოთებული მისი გაუარესებით, რადგან ჩვენ ვართ მთავარი მიზეზი".
ტექსტის სხვა ნაწილში კანადა წერს: "როგორ ფიქრობთ, გაეროს წევრებს ნამდვილად სჯერათ ამის?". ბოლო გვერდზე კი კანადამ დასასრულის თავისი ვერსია შესთავაზა: "გვინდა, იცოდეთ, რამდენად ნაკლებად გვაინტერესებს ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ გავანადგურეთ".
18 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ხსნის თავის მოთხოვნას რეზოლუციის კენჭისყრასთან დაკავშირებით.