პროტესტი, რომელიც საბოლოო ჯამში მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანით დაიწყო, ისევ დარბევით და აქციის მონაწილის თვალის დაზიანებით დასრულდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი აქციის დაშლა დილის 5 საათისთვის დაიწყო. დაშლამდე კი, 10 საათის განმავლობაში, აქციის ფორმები შემდეგი იყო: პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება, თამაში და ცეკვა, ღამის ფილმის ჩვენებები.
დარბევაზე, რომელიც ვაჟა სირაძისთვის მშვიდობიანია, აქციის სამი მონაწილე დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტიც. ერთ-ერთ აქტივისტს წყლის ჭავლმა თვალის არეში ძვალი ჩაუმტვრია. დარბევას მოჰყვა დაკავებები. 28 აქციის მონაწილე წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს, ყველა ადმინისტრაციული წესით. მათი ნაწილი, ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი აკაკი მინაშვილიც.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნება აქციას უკვე მეორედ არბევს და უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის დერეფნებში გზას უთავისუფლებს.