„ევროპული საქართველოს" ოფისთან „ქართული ოცნების" პარტიული აქტივი აქციებს კვლავ აწყობს. აქციაზე მყოფი ადამიანები ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს პასუხის გაცემას სთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ პერფორმანსის მნიშვნელობა არ იციან. ამის შემდეგ აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
მათი განცხადებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ დეპუტატები მანდატს არ დატოვებენ.
„ჩემთვის გავრილოვის თემა და ქალბატონი ელენეს გაკეთებული თავის თქმით პერფორმანსი, ერთი და იგივეა. ქალბატონ ელენესა და ქალბატონ ირმას ვპირდებით, რომ მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს“, - აცხადებს აქციის მონაწილე ლუკა სამუშია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების პარალელურად პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა, რომელიც დარბაზში შესვლის მცდელობის დროს ოპოზიციამ ჩართო.