logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი დააკავეს

16 ოქტ 202100:13
3 წუთის საკითხავი
clock 4208
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი დააკავეს

ანა სუბელიანი ფეისბუქზე წერს, რომ თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი პოლიციამ დააკავა.

"გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება. არ ვარ თბილისში თან ახლა და ლამისაა გავრეკო! მეზიზღება ეს დამპალი ქვეყანა უკვე!!!" , - წერს ანა სუბელიანი.

განახლება: შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


close დახურვა