logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებები მოხდა

01 იან 202302:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/imphc74gym64gfo.png

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებები მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობები უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება.

"კურსკი, ბერგოლორი, მოსკოვი, ვორონეჟი, სანქტ-პეტერბურგი, მაკეევკა, როგორ არის თქვენი საქმეები? არ გძინავთ? ჩვენ პოლიტიკით არ ვინტერესდებით? სახეზე რა გჭირთ? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?", - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ტელეგრამში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტვიტერზე დაწერა: "საინტერესო საღამოა".


close დახურვა