logo
ENG



გავრცელებული ფაილებით, სასულიერო პირებს სუს-ის II სამმართველოს სამსახური აყურადებდა

13 სექ 202117:31
3 წუთის საკითხავი
 
გავრცელებული ფაილებით, სასულიერო პირებს სუს-ის II სამმართველოს სამსახური აყურადებდა

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებულ მასალებში, რომელთა ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის, ერთ-ერთ ფაილში ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რომელი განყოფილება მუშაობდა საპატრიარქოს წარმომადგენლების, ეკლესიის წევრების და მათთან დაახლოებული პირების ფარულ მიყურადებაზე. 

ფაილში, სახელწოდებით სამსახური III, წერია, რომ II მთავარი სამმართველოს III სამსახურს კავშირზე ჰყავს კონკრეტული წყაროები - საპატრიარქოს და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის თანამშრომლები და სასულიერო პირები. 

სამსახურის უფროსი აკაკი ნემსაძეა, უფროსის მოადგილე - არჩილ ჩაგანავა.

ფაილში ასევე არის სია, რომლებთანაც სამომავლოდ მუშაობა სურდათ სუს-ის II მთავარი სამმართველოს III სამსახურის თანამშრომლებს. 

ამ ფაილში დეტალურად არის გადმოცემული "შესასწავლი" სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.  

ასევე არის სია "II მთავარი სამმართველოს III სამსახურის მიერ კომპრომეტირებული სასულიერო პირებისა", რომლებიც, მათივე მითითებით, "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის" არიან. 

ფარული მიყურადების ამსახველი ფაილები ინტერნეტსივრცეში დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა. 

ფაილების მიხედვით, ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში აყურადებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს. 


close დახურვა