logo
ENG



გავრცელებული ცნობით, ყირიმში უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი დააკავეს

14 აგვ 202211:38
3 წუთის საკითხავი
 
გავრცელებული ცნობით, ყირიმში უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი დააკავეს

გავრცელებული ცნობით, ყირიმში უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი, იგივე იგორ სტრელკოვი დააკავეს. 

რუსული ტელეგრამ არხის, Операция Z-ის ცნობით, ის ფრონტის ხაზთან "მოხალისედ" მისვლას ცდილობდა იმ პასპორტის გამოყენებით, რომელიც სპეცსამსახურებში მომუშავე ადამიანებს აქვთ. 

იგორ გირკინი, იგივე იგორ სტრელოკვი 2014 წელს ოკუპირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურია. 

ის, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თვითმფრინავის, MH17-ის უკრაინის თავზე ჩამოგდებასთან. გირკინმა, რომელსაც საერთაშორისო გამოძიება ამ საქმეზე ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევს, 2020 წელს, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში თავი "არაპირდაპირ დამნაშავედ" აღიარა და თქვა, რომ არ გაუკვირდება, თუ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგება.

მან ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინელებს მისი ბრძანებით ხვრეტდნენ. კერძოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მან პირადად გასცა ბრძანება, სულ მცირე ოთხი უკრაინელი "დივერსანტის" და რამდენიმე დონბასელი მაროდიორის ადგილზე დახვრეტის თაობაზე.


close დახურვა