იმუნიტეტის შექმნის მცდელობა თუ ანგარიშსწორება განსხვავებული აზრის გამო - ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, სწორედ მაშინ, როცა პლაჟის გასხვისებას საჯაროდ დაუპირისპირდა. არადა, დასკვნა შესაძლო დარღვევების შესახებ ორი წლის წინანდელია.
აჭარის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ირაკლი ჯინჭარაძის პროტესტი სწორედ თავდაცვის მიზანს ემსახურებოდა, მიანიშნებენ სისხლის სამართლის საქმეზეც. ბულვარის მცველებს კი სჯერათ, რომ ჩინოვნიკი გააჩუმეს. რა მოხდა სინამდვილეში, ამის დადგენას სახალხო დამცველიც ეცდება, ომბუდსმენმა შესწავლა დაიწყო.