logo
ENG



გათავისუფლებული ქალი ყვება, რომ არ იცის, ჰამასს ღაზაში სად ჰყავდა დატყვევებული

24 ოქტ 202309:55
3 წუთის საკითხავი
 

ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში, 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი უამბობს Ynet-ის საინფორმაციო საიტს, რომ არ იცის სად ჰყავდათ დაკავებული მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა გაიტაცეს.

"მათ გვასწავლეს" , - თქვა მან და სავარაუდოდ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმა იგულისხმა.

"მოტოციკლზე შემსვეს... ერთი ტერორისტი მიჭერდა წინიდან, მეორე უკნიდან, რომ არ გადავვარდნილიყავი. სექტორის სასაზღვრო ღობე გადავლახეთ და თავიდან ქალაქ აბასან ალ-კაბირაში ვიყავი, რომელიც ახლოსაა [კიბუც] ბეერთან. ამის შემდეგ არ ვიცი, სად წამიყვანეს", - განაცხადა ქალმა.

გუშინ ღამე ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლუფშიტცი ჰამასმა საკუთარი სახლებიდან, 7 ოქტომბერს გაიტაცა. ისინი 17 დღის განმავლობაში ტყვეობაში იყვნენ.

ორივე ქალი ისრაელის მოქალაქეა. მათი ქმრები ჯერ კიდევ ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში არიან.

ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასმა 200-მდე მძევალი აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა. მძევლებს შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. 

პირველად ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლები 20 ოქტომბერს გაათავისუფლა. ჯუდიტ ტაი რაანანი და მის 17 წლის შვილი, ნატალი რაანანი ჩიკაგოდან არიან და ნაჰალ ოზის კიბუცში ნათესავებთან სტუმრად იყვნენ, როდესაც მათ ჰამასი დაესხა თავს.


close დახურვა