ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი იბომბება.
მისივე თქმით, არიან დაშავებულები.
"ქალაქი იბომბება არტილერიიდან, ტანკებიდან და ავიაციიდან. სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა"- ამბობს გაიდაი.
მისისვე თქმით, ქუჩის ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში.