logo
ENG



გაიდაი: რუბეჟნოეს სიახლოვეს რუსულმა ძალებმა აზოტის მჟავის ავზს ცეცხლი გაუხსნეს

09 აპრ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/izz5wqu5xfpa6mm.jpg

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ რუბეჟნოეს სიახლოვეს რუსულმა ძალებმა აზოტის მჟავის ავზს ცეცხლი გაუხსნეს.

მისი თქმით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"კვლავ ქიმიური შეტევა. რუბეჟნოეს სიახლოვეს ორკებმა ტანკს აზოტი მჟავის ავზს დაესხნენ თავს", - წერს გაიდაი.

გაიდაის ინფორმაციით, ავზებში 4 ტონა აზოტის მჟავა იყო და აფეთქების შედეგად კვამლი კუდრიავშიკასა და ვარვარივკას ტერიტორიებზე გავრცელდა, სადაც რუსული ჯარებია მობილიზებული.

„რუსებმა არ იციან, როგორ იბრძოლონ - მათ არც კი გაუთვლიათ ქარის მიმართულება. ღრუბლები მათი პოზიციებისკენ კუდრიავშიკასა და ვარვარივკასკენ გავრცელდა“, - აცხადებს ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გაიდაი მოქალაქეებს მოუწოდებს არ დატოვონ თავშესაფრები, დახურონ ფანჯრები და მოამზადონ სახის დამცავი ნიღბები.

გაიდაის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 11 შენობა დაზიანდა სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, კრემინაში, რუბიჟნესა და ზოლოტიში.

სევეროდონეცკში რუსეთის თავდასხმას 1 ქალი ემსხვერპლა. 

რობეჟნოეში კი 4 კერძო სახლი დაზიანდა. დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, ისინი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.


close დახურვა