logo
ENG



გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელია

13 ივნ 202223:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/13/smnddlpwwtfzsf8.jpg

ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსებმა სევეროდონეცკისკენ მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს.

"ყველა ხიდი დანგრეულია, მაგრამ სევეროდონეცკი არ არის გადაკეტილი, არის კომუნიკაცია ქალაქთან"- ამბობს გაიდაი და აღნიშნავს, რომ ის მცხოვრები მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება.

"ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და ევაკუაცია შეუძლებელია. ქალაქში დარჩენილი სევეროდონსკის მაცხოვრებლები უკიდურესად მძიმე პირობებში არიან"- თქვა გაიდაიმ.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ქალაქი სრულად ოკუპირებული არ არის და სევეროდონეცკის ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ.


close დახურვა