logo
ENG



გაიზარდნენ გოჭები და გაეზარდათ დინგები - გოცირიძე სასამართლოს ე.წ. კლანზე

24 ივნ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციას ოპოზიცია მხარს უჭერს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, სასამართლო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების გამტარებელი ორგანოა.

„ასეთი სიმღერაა, გაიზარდნენ გოჭები, პატარები იყვნენ და გაეზარდათ დინგები. ისინი გახდნენ ურჩხულები და ემსახურებიან ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მათი მორჩილები არიან იმიტომ რომ სხვა დონეზეა უკვე ძალაუფლების უზურპაცია და სასამართლოს ფეხქვეშ გათელვა ასული. სასამართლო არის ივანიშვილის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების გამტარებელი ორგანო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კლანურ მმართველობაზე საუბრობენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ლევან კობერიძის თქმით, მის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზი სწორედ მმართველი გუნდის მიერ სასამართლოს ე.წ. კლანის გაძლიერება გახდა.

„იმ პროცესის გამო, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ აკეთებდა გადმობარებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ სასამართლოს კლანის და არა მარტო გადმოიბარა, არამედ კანონის ძალით უფრო მეტად გააძლიერა, სწორედ ამას ვეწინააღმდეგებოდი და ამის გამო დავტოვე უმრავლესობა. ჩემთვის ის რომ კლანი რეალურად არსებობს, არის ხელისუფლებასთან შეზრდილი და ის, რომ დღეს არის ქვეყანაში შერჩევით სამართალი, მგონია რომ  ჩემი მხრიდან ამას კიდევ ერთხელ გამეორება არ სჭირდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით, რეზოლუციას უყრიან კენჭს. რეზოლუციის ავტორი იურისტების დამოუკიდებელი ჯგუფია, საკანონმდებლო ორგანოში კი, მისი ინიცირება დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და ნატო ჩხეიძემ მოახდინეს.


close დახურვა