logo
ENG



გალერი: ვფიქრობ, არ არის ღირსეული იმის ხილვა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ალპობენ

13 დეკ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/2xvvbxwc5acvw6m.jpg

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე მკურნალობის მიზნით.

გალერის თქმით, "არ არის ღირსეული იმის ხილვა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ალპობენ".

"ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. შეერთებული შტატებიდან მიღებული სამედიცინო მტკიცებულებებისა და საქართველოში სახალხო დამცველის შეფასებების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ის ჰუმანიტარულ საფუძველზე მკურნალობის მიზნით. ჩემი აზრით, არ არის ღირსეული იმის ხილვა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ალპობენ", - თქვა ევროპარლამენტარმა.


close დახურვა