logo
ENG



გალერი: ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან

21 აპრ 202412:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/21/ox7vr77ccu7m2md.jpg

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან".

ამასთან, ევროპარლამენტარი გუშინ, თბილისში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აზიარებს.

"საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [რუსულ კანონს] აპროტესტებს, შანსი აქვს, გააერთიანოს ძალები და მომავალი არჩევნებისთვის პროევროპული ალტერნატივა შექმნას, რომელსაც დამსახურებული ნდობა ექნება", - წერს გალერი.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.


close დახურვა