logo
ENG



გალის რაიონიდან ზუგდიდში გადაყვანილი მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა

20 აპრ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალის რაიონიდან იყო გადაყვანილი. გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტი ორ კვირას ანაკლიის საკარანტინო ზონაში გაატარებს. ახლა სამეგრელოში კორონავირუსი არცერთ ადამიანს აღარ აქვს.

„ამ ეტაპზე ჩვენთან კოვიდ ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს. მთლიანად სამეგრელოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან იყო ორი ინფიცირებული და ორივე გაეწერა უკვე. ქალბატონი, რომელიც იყო გალის რაიონიდან შემოყვანილი, მას არ ჰქონდა ზუგდიდში საცხოვრებელი, ამიტომ ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გადაიყვანა ანაკლიის საკარანტინე ზონაში“, - განაცხადა ზუგდიდის ინფექციურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მალხაზ ბასილაიამ.

კოვიდ-19 1-მა პაციენტმა დაამარცხა ბოჭორიშვილის კლინიკაშიც. ბათუმში კი,  ინფექციისგან ხუთი პაციენტმა განიკურნა, მათ შორის 3-ი დღეს გაეწერება.

ბოლო მონაცემებით,საქართველოში კორონა ვირუსისგან 93 პაციენტია გამოჯანმრთელებული. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რიცხვი 394-ია.

 


close დახურვა