logo
ENG



გამარჯვების დღე დამარცხების ელფერით

09 მაი 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

უღიმღამო 9 მაისი მოსკოვში. ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ამ თარიღს წარუმატებლობით შეხვდა. რუსი ხალხისთვის დაპირებული საჩუქარი არ შედგა. უკრაინაში კრემლმა წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინის დამორჩილების მცდელობა ჩავარდა. 9 მაისისთვის რუსებმა ვერც აზოვსტალი აიღეს. პუტინმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას რიტორიკა შეცვალა და განაცხადა, თითქოს რუსეთი მხოლოდ დონბასისთვის იბრძვის. 


close დახურვა