logo
ENG



გამარჯვების ზეიმი - ემიგრანტები მსოფლიო ქალაქებში

27 ივნ 202420:08
3 წუთის საკითხავი
 

გამარჯვების ზეიმი გუშინ ღამით საქართველოს ფარგლებს გაცდა. განსაკუთრებით ამაღელვებელია კადრები, როგორ აღნიშნავენ ისტორიულ წარმატებას ემიგრაციაში მყოფი ქართველები. ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს მილოცვას უგზავნიან მოქალაქეები ამერიკიდან, ისრაელიდან, იტალიიდან. სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში საქართველოს ეროვნული დროშა ფრიალებდა - ისმოდა ჰიმნი. ემიგრანტებს სჯერათ, რომ მოგების შანსი ნაკრებს მომდევნო თამაშშიც აქვს, ასე ფიქრობენ მათ შორის ესპანეთში მცხოვრები ქართველები.


close დახურვა