logo
ENG



გამგებლის თქმით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

20 დეკ 202122:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/20/0kq45vsv6v160u5.jpg

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის თქმით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, კორპუსთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გახდა ცნობილი. 

"კორპუსს არ აღენიშნება რაიმე სერიოზული პრობლემა. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია. მოსახლეობა უბრუნდება თავიანთ ბინებს. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდებათ, ხვალ დილიდან ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ ყველა მოსახლეს", - თქვა გამგებელმა.

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 დეკემბერს მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.


close დახურვა