რუსეთის ტერიტორიაზე კრასნოდარის ოლქის სოფელ ვოლნაში გამთენიისას ნავთობის ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
ინფორმაციას კრასნოდარის გუბერნატორი, ვინიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
„სოფელ ვოლნაში, ტემრიუკის დასახლებაში ნავთობის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს მიენიჭა სირთულის უმაღლესი ხარისხი. პირველადი ინფორმაციით მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან“ - აცხადებს კონდრატიევი.
გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ ხანძარი სოფლის მოსახლეობას არ ემუქრება.