logo
ENG



გამკაცრებული ზომების ფონზე რუსთავის ქუჩებში ბევრი ადამიანი გადაადგილდება

15 აპრ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში დღითიდღე მკაცრდება უსაფრთხოების ზომები, გარკვეულ ქალაქებში მაგ. რუსთავში საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაადგილდება ქუჩებში. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ საკვები პროდუქტისა და მედიკამენტების შესაძენად არიან გამოსული. 

მოსახლეობა ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქების 10 დღით ჩაკეტვასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, მათი განცხადებით ხელისუფლებას ქალაქების ჩაკეტვის გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის შესასვლელსა და გამოსასვლელში მანქანების სიმრავლე შეინიშნება. ზოგი მოქალაქე ქალაქის ტერიტორიის დატოვებას, ზოგი კი ქალაქი დაბრუნებას ცხრა საათამდე ცდილობს.

თბილისის გარდა საცობები შეინიშნება ქუთაისის შესასვლელსა და გამოსასვლელებში. ადამიანები, რომლებიც ქალაქებში შედიან აცხადებენ, რომ საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად მიდიან, რადგან 10 დღის განმავლობაში ვეღარ მოახერხებენ ქალაქში შესვლას და გამოსვლას. 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ აგრარული ბაზრები დაიხურა, მოვაჭრეები ბაზრობის გარეთა ტერიტორიაზე მაინც აგრძელებენ პროდუქტის გაყიდვას. როგორც ფორმულასთან ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს მისთვის არავის არ აუკრძალავს გარევაჭრობა. 

დაახლოებით 4 საათში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა ნებისმიერი ტრანსპორტით, 10 დღით აიკრძალება. გამონაკლისები მხოლოდ მცირე ჯგუფებზე იმოქმედებს.

 


close დახურვა